„ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“-პარიზის „სალ გავოს“ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა
საფრანგეთში, პარიზის „სალ გავოს“ (Salle Gaveau) საკონცერტო დარბაზში, კონცერტი – „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“ გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და პარიზის წიგნის ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენს.

პროექტი, რომელიც ქართული მუსიკის საერთაშორისო არენაზე პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ქართველი და ფრანგი მუსიკოსების კოლაბორაციით განხორციელდა. საღამოზე საფრანგეთის მუსიკალურ სენასთან არსებულმა ორკესტრმა (SBO) პირველად შეასრულა ქართული მუსიკა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველმა ხელოვანებმა: საოპერო მომღერლებმა – იანო ალიბეგაშვილმა და გიორგი ანდღულაძემ, მევიოლინე ლელა მჭედლიძემ და ახალგაზრდულმა კაპელამ მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით.