ბათუმი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
19-26 აპრილს ბათუმი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას 45 ქვეყნის 350 ძალოსანი მიიღებს.
კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებენ: გოდერძი ბერდელიძე (60 კგ), რამინ შამილიშვილი (60 კგ), მირანდა ჩუტკერაშვილი (69 კგ), არჩილ მალაყმაძე (79 კგ), მანუჩარ გოგოხია (88 კგ), ზურაბ მსხალაძე (88 კგ), ნანა ხორავა (77 კგ), ირაკლი გობეჯიშვილი (94 კგ), ნათია გადელია (86 კგ), ირაკლი ჩხეიძე (110 კგ), ანასტასია გოტფრიდი (+86 კგ), მარიამ მურღვლიანი (+86 კგ) და ბაქარ თურმანიძე (+110 კგ).
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მეორედ ჩატარდება. პირველად ჩემპიონატი 2019 წელს გაიმართა.