“მოხარულები ვართ, რომ მესამედ ვმასპინძლობთ Spelling Bee-ს ფინალისტებს საქართველოს მასშტაბით არსებული ამერიკული კუთხეებიდან” – აშშ-ის საელჩო

“აშშ-ის საელჩო თბილისში მოხარულია, რომ უკვე მესამედ უმასპინძლა Spelling Bee-ს ფინალისტებს საქართველოს მასშტაბით არსებული ამერიკული კუთხეებიდან, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრნენ საუკეთესო მართლმწერის გამოსავლენად”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

საელჩოს ცნობით, Spelling Bee მართლწერის კონკურსია, რომელიც 1925 წელს დაიწყო და აშშ-ის მასშტაბით მასში ყოველწლიურად მილიონობით მოსწავლე მონაწილეობს.

“ინგლისური მართლწერა საკმაოდ რთულია, რადგან ბევრი სიტყვა სხვადასხვანაირად იწერება და გამოითქმის.

აშშ-ის საელჩო თბილისში მოხარულია, რომ უკვე მესამედ უმასპინძლა Spelling Bee-ს ფინალისტებს საქართველოს მასშტაბით არსებული ამერიკული კუთხეებიდან, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრნენ საუკეთესო მართლმწერის გამოსავლენად. წლევანდელი მონაწილეები მართლაც გამორჩეულები იყვნენ! ვულოცავთ ყველა მონაწილეს და გამარჯვებულს – ანი რუაძეს რუსთავიდან”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები