საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება
5 და 6 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება.
ღონისძიება გაიხსნება იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონიალით, ჩაის ცერემონიას წარუძღვება ოსტატი იაპონიიდან, ტოშიკო ონერი – “SOHO”
ჩაის ცერემონიალის შემდეგ, 5 აპრილს 14:00 საათზე სუშის მასტერკლასი გაიმართება, რომელსაც შეფ მანუელი და პროფესიული კოლეჯი ”იკაროსის” შეფი მიხეილ ხუციშვილი გამართავენ
ღონისძიებაზე დახვდებათ იაპონური თემატიკის ნივთები, მანგებისა კომიქსების მრავალფეროვნება
ასევე, შეგეძლებათ შეიძინოთ სუში, იაპონური ჩაი და სხვა გემრიელობები.
ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და იაპონიის საელჩო საქართველოში