17 სექტემბერს იტალიელი მუსიკოსების ტრიოს კონცერტი გაიმართება

იტალიასა და საქართველოს შორის გრძელდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღნიშვნა – 17 სექტემბერს მუსიკის მოყვარულებს გელით იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტი, რომელიც სახელგანთქმული ქართველი მევიოლინეს, ლიანას ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ფარგლებში გაიმართება.

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე წარდგება შესანიშნავი იტალიელი მუსიკოსების ტრიო: ოცზე მეტი ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, ბრწყინვალე პიანისტი გლორია კამპანერი; კლარნეტისტი ალესანდრო კარბონარე, რომელიც თანამშრომლობს ისეთ სახელმოხვეჭილ ორკესტრებთან, როგორიცაა სანტა ჩეჩილიას ეროვნული აკადემიის, საფრანგეთის ეროვნული, ბერლინის ფილარმონიული და ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრები; ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ვირტუოზი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი.

პროგრამაშია ასტორ პიაცოლას ცნობილი ნაწარმოებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები