საერთაშორისო ფესტივალი “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” 19-26 დეკემბერს გაიმართება

ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” 19 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო მუსიკის საღამოთი გაიხსნება,.სოლისტი თამარ ბერაია (საქართველო/შვეიცარია)

საღამო ეძღვნება ნანა ხუბუტიას ხსოვნას. პროგრამა: ჟან ფილიპ რამო – “Nouvelles Suites”: La Poule და Les Sauvages; ჟან ფილიპ რამო – “Pièces de Clavecin”: Le Rappel des Oiseaux ,Les Tendres Plaintes; იოჰან სებასტიან ბახი – ინგლისური სიუიტა N3, სოლ მინორი, BW 808;ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – 7 ბაგატელი თხზ. 33;ფერენც ლისტი – ესპანური რაფსოდია S. 254.

საერთაშორისო ფესტივალი კონსერვატორიის დიდ დარბაზში 26 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები