პოლონეთში საქართველოს ელჩი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

14 დეკემბერს, პოლონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ელჩის, ზურაბ ბერიძის საახალწლო შეხვედრა პოლონეთის წამყვანი მედია საშუალებების ჟურნალისტებთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის მომავალ პერსპექტივებზე. 

პოლონელ ჟურნალისტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ. მათ გამოხატეს მზაობა მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, მიღებაზე ჟურნალისტებმა დააგემოვნეს ქართული სამზარეულო და სასმელები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები