თბილისში საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა – გაყიდვა გაიმართება

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“ 18 ,19 დეკემბერს სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გამართავს.

საქველმოქმედო ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნები საკუთარ საახალწლო პროდუქციას წარადგენენ. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება შობა- ახალ წელს. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი არტისტები, და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ექსკლუზიურ და ორიგინალურ საახალწლო საჩუქრებს საკუთარი ქვეყნებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები