თბილისში მოდის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება

FASHION FILM FESTIVAL TBILISI  ეს არის ამიერკავკასიის რეგიონში პირველი თემატური ფესტივალი, რომლის  პირველი საპრეზენტაციო  გამოშვება არასაკონკურსო ფორმატით 18 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართება.

თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური წარმდგენია JAM PROJECT „ქართული მოდა ამ ეტაპზე მთლიანად არის მოცული კომერცალიზაციის მოთხოვნილებით, გაუცნობიერებელი მოტივაციით, რომ თითქოს მხოლოდ ეს არის მისი სიცოცხლისუნარიანობის გარანტი, რაც ნაწილობრივ მართალიცაა, რადგან მოდა, როგორც ბიზნესი, უზრუნველყოფს მოდას, როგორც ხელოვნებას. დღეს მოდის შექმნის ყოველი პროცესი და მისი შემადგენელი ნაწილი საბოლოო კომერციული შედეგის გათვალისწინებით იქმნება. ამან იმდენად შთანთქა ადგილობრივი მოდის ინდუსტრია, რომ, თითქოს, გაქრა და ჩაიკარგა მოდის, როგორც ხელოვნების ღირებულება.”

ფესტივალი ქართულ მოდის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს გამოხატვის ახალ საშუალებებსა და გზებს სთავაზობს. ამიერკავკასიაში მოდის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით ყოველწლიურად გაიმართება.

თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალი ხორციელდება თბილისის მერია / Tbilisi City Hall-ის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები