პლატფორმა “კირკე” ეილიტ მარომის მასტერკლასებს – “აზრის ქმნილება” უმასპინძლებს

თანამედროვე ცეკვის, თეატრისა და მუსიკის პლატფორმა “კირკე” პერფორმანსის შექმნის კრეატიული პროცესით დაინტერესებულ პირებს 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით ეილიტ მარომის ონლაინ მასტერკლასების სერიას “აზრის ქმნილება” სთავაზობს

ხელოვანი ეილიტ მარომი, Helicopter Artist Collective-ისა და Project Space-ის წევრი ჰააგაში (NL) მასტერკლასების საშუალებით ხელოვანებს გაუზიარებს სქემას ინსპირაციიდან როგორ დგება პერფორმანსის სტრუქტურა. ის აერთიანებს სავარჯიშოებსა და დავალებებს უკუკავშირის დისკუსიებთან ერთად, რათა წარმოადგინოს შესაბამისი და საინტერესო საწყისი წერტილი ახალი შემოქმედებითი პროცესისთვის.

ეილიტ მარომი (1986 ხაიფა, ისრაელი) არის ხელოვანი და ქორეოგრაფი რომელიც მოღვაწეობს ჰააგაში და მუშაობს ისრაელსა და ნიდერლანდებს შორის ცეკვისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით. როგორც დამოუკიდებელი არტისტი ის ქმნის პროექტებს რათა წარმოაჩინოს პერფორმანსის პრაქტიკები, როგორც ღირებული გამოცდილება, რომელიც ადამიანებს აკავშირებს ფიზიკურ თვითგამოხატვასთან და გარემოსთან. პერფორმანსებისა და ჩაძირული სივრცეების სახით ეილიტი შეგნებულად აყენებს საკუთარ საზოგადოებას ისეთ გარემოებებში, რომლებიც ხელს უწყობენ ინტუიტიურ აღმოჩენებს, მათსა და ნამუშევარს შორის რეალური კავშირის დამყარების მიზნით. მისი ნამუშევარი შთაგონებულია არავერბალური კომუნიკაციით, სისტემების ურთიერთქმედების და ფუნქციების შესწავლით, რომლებიც ხორცშესხმულია შემსრულებლის სხეულებში ან შექმნილი სტრუქტურების სახით რაიმე ადგილას

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები