მეორე ადგილი საერთაშორისო ფორუმზე- ქართული სპექტაკლის წარმატება

ილიაუნის თეატრი ტაშკენტის ახალგაზრდული თეატრალური ფორუმიდან გამარჯვებული დაბრუნდა, სპექტაკლი “მარატ-სადი” მეორე ადგილის მფლობელია.

“მარატ-სადი”  ტაშკენტში, ახალგაზრდულ თეატრალურ ფორუმზე 2 დეკემბერს წარდგა და მაყურებლისა და კიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, სპექტაკლი ილიას უნივერსიტეტის თეატრში ახალგაზრდა რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა 2018 წელს დადგა,  მან ექსპერიმენტის გზა აირჩია და წარმოდგენა არა ტრადიციულ სივრცეში, არამედ თეატრის ფოიეში დადგა. წარმოდგენის მსვლელობისას ორი საათით ილიაუნის თეატრი შარანტონის თავშესაფარის იერს იღებს და მსახიობები მაყურებელთან ერთად ცდილობენ  საფრანგეთის რევოლუციის პერიპეტიების გახსენებისას მონახონ პახუხები იმ კითხვებზე, რომელნიც დღესაც ესოდენ საჭირბოროტოა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები