ათენში, საშობაო გამოფენა- გაყიდვაზე საქართველო წარდგა

4 – 5 დეკემბერს, ათენში, „ამაქსოსტასიოს“ ღია სივრცეში, ყოველწლიური საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო საქველმოქმედო ასოციაცია ‘’Friends of the Child’’. საშობაო ღონისძიების ფარგლებში ქართული სტენდის გამართვას საქართველოს საელჩომ უხელმძღვანელა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ათენში მცხოვრები ქართველების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, ქართულ ტრადიციული აქსესუარები, ქართული ღვინო და საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალა.

4 დეკემბერს ღონისძიება გაიხსნა კულტურის ცენტრ ,,კავკასიის” მიერ შესრულებული ქართული ტრადიციული ცეკვებით.5 დეკემბერს ღონისძიების შემოქმედებით ნაწილში მაყურებლის წინაშე წარდგა ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის ბაზაზე არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ‘’ივერიელები’’.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა შემსრულებლებმა საქველმოქმედო ასოციაციის ხელმძღვანელების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები