სტამბულში ქართული ღვინის საღამო გაიმართა

ასოციაცია „ქართული ღვინო“- ს ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წლის 22 ნოემბერს, ქალაქ სტამბულში, ქართული ღვინის საღამო გაიმართა.

თურქეთის მხრიდან ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია „Gustobar“ იყო, რომელიც დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული საკონსულტაციო სფეროში, ღვინის წარმოებისა და ექსპორტის მხრივ, გარდა ამისა „Gustobar„ არის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსების თურქეთის მხრიდან წარმომადგენელი.

“საღამო ჩატარდა რესტორანში „Neo Local” და მას უძღვებოდა თურქეთის წამყვანი ღვინის ექსპერტი – Levan Bağış. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ VIP სტუმრები, ადგილობრივი სომელიეები, ღვინის ექსპერტები, ცნობილი შეფ-მზარეულები, პრესის წარმომადგენლები, საერთაშორისო სავაჭრო ქსელების, ღვინის ბარების, სასტუმროების, რესტორნებისა და „HORECA“- ს წარმომადგენლები“, – ნათქვამია  ასოციაცია ქართული ღვინოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები