ბელგიის სამეფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

ბელგიის სამეფოში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

საქართველოს ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის ევროკავშირის ერთიან სივრცესთან მიერთების შედეგად, ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს ბელგიის სამეფოში მგზავრობა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით.

დაშვებულია მხოლოდ შემდეგ ვაქცინებზე გაცემული ციფრული კოვიდ-სერტიფიკატი:

Pfizer/BioNTech – Cominarty

Moderna – Spikevax

AstraZeneca/Oxford – Vaxzevria and Covishield

Johnson and Johnson – Covid-19 Vaccine Janssen

ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ (Janssen (J&J) შემთხვევაში ერთი დოზის შემდეგ) გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.

12 წლამდე (11 წლის ჩათვლით) არასრულწლოვნებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ ვაქცინაციის მოწმობის და SARSCoV2 დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

ბელგიის სამეფოს ტერიტორიაზე საქართველოდან გამგზავრება ამ ეტაპზე შეზღუდულია.

ასევე,  შეზღუდულია გამგზავრება ყველა იმ პირისთვის, ვისაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში აქვს საქართველში მოგზაურობის ისტორია.

აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ბელგიის მოქალაქეებზე, ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე, მესაზღვრეებზე, დიპლომატებზე, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, ასევე ამ ორგანიზაციების მიერ მიწვეულ პირებზე, მეზღვაურებზე, ტრანზიტული მგზავრებზე, ოჯახური მიზნებიდან გამომდინარე მგზავრებზე და ასევე, ჰუმანიტარული მიზნებით მიმავალ პირებზე.

ზემოაღნიშნულმა პირებმა  საზღვარზე უნდა წარადგინონ PCR (72 საათით ადრე) ან RAT (36 საათით ადრე) ტესტის ნეგატიური პასუხები.

ტესტის წარდგენის ვალდებულება

12 წლის ასაკის ზემოთ ყველა მგზავრმა, რომელიც მოემგზავრება საქართველოდან, უნდა იქონიოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, გარდა ვაქცინირებული პირებისა.

თვითიზოლაცია /კარანტინი

სავალდებულო კარანტინი ბელგიაში შეადგენს ერთ დღეს  (პირველივე დღეს სავალდებულოა PCR ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირი თავისუფლდება თვითიზოლაციის ვალდებულებისაგან და აგრეთვე მეშვიდე დღეს სავალდებულოა განმეორებითი ტესტირება).

 დამატებითი მოთხოვნები

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა:

არავაქცინირებულმა მგზავრმა თან იქონიოს  ბელგიის საკონსულო დაწესებულებებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ გაცემული სერთიფიკატი (Attestation de voyage);

ყველა მგზავრმა თან იქონიოს ელექტრონული განცხადება (Formulaire de Localisation du Passager (Public Health Passenger Locator Form), რომლის შევსება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://travel.info-coronavirus.be/public-health-passenger-locator-form

ტრანზიტით გავლის პირობები

ბელგიის ტერიტორიის ტრანზიტით გავლა დასაშვებია მათთვის, ვინც მიემგზავრება ევროკაშირის და შენგენის ზონის გარეთ (არ უნდა დატოვონ აეროპორტის სატრანზიტო ზონა) და ევროკაშირის და შენგენის ზონის ქვეყნებში, იმ შემთხვევაში თუ ისინი არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები  ან ბინადრობის უფლების მქონე პირები.

ტრანზიტული მგზავრისთვის სავალდებულოა PCR ტესტის წარდგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები