“Dagens industri” საქართველოს შესახებ წერს

ეკონომიკური პროფილის შვედეთის წამყვან გაზეთ “Dagens Industri”-ში, საელჩოს ჩართულობით, გამოქვეყნდა სტატია Escape from the winter – You list 26 distance paradises with super visas, სადაც ავტორი (Linnea Bolter) აღწერს იმ ქვეყნებს, სადაც შვედეთის მოქალაქეებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი ზამთრის განმავლობაში ცხოვრებისა და დისტანციურად მუშაობისთვის.

ევროპის ექვსი მიმართულებიდან (ესპანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, ესტონეთი, რუმინეთი) ერთია საქართველო „საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2017 წლიდან აქვს. ასევე, უვიზო რეჟიმი მოქმედებს დაახლოებთ 95 ქვეყანასთან. საქართველო გთავაზობთ ხანგრძლივ სათხილამურო სეზონს და ვენახების მონახულებას ზაფხულის ბოლოს. ქვეყანა ღვინის ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელია და უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოს გასტრონომიულ რუკაზე  წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები