მიხაილ ბარიშნიკოვი და იან ფაბრი “არც ერთხელ” – არტ ინსტალაცია ფილმით თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში

20,21,22 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში არტ-ინსტალაცია ფილმით „არც ერთხელ“ გაიმართება. ბოლო ოთხი წელია, ბელგიელი არტისტი იან ფაბრი და ლეგენდარული მიხაილ ბარიშნიკოვი ერთად მუშაობენ, ეს მათი პირველი თანამშრომლობაა. ფილმი, რომელიც იან ფაბრის მიერ დაწერილ, ამავე სახელწოდების მონოლოგზეა აგებული,  ფოტოგამოფენისთვის მომზადებული თერთმეტი წარმოსახვითი ოთახის მეშვეობით ჰყვება პლატონურ ურთიერთობაზე მთხრობელსა და ფოტოგრაფ ქალს შორის, რომელიც წლების მანძილზე მანიპულაციებს უტარებდა მის სხეულს და სხვადასხვა არსებებად აქცევდა მას. მულტიმედიური ნამუშევარი შექმნილია ფილმისთვის და იკვლევს ურთიერთობას მხატვარს, მის საქმიანობასა და ცხოვრებას, შემოქმედსა და  საზოგადოებას  – საბოლოოდ კი – წონასწორობას გაცემასა და მიღებას, დამოკიდებულებას და დამოუკიდებლობას შორის. ეს მულტიმედია ნამუშევარი იმთავითვე ფილმად იქნა ჩაფიქრებული. იგი იკვლევს ურთიერთკავშირს ხელოვანსა და მის სამუშაოს, მის ცხოვრებას, მაყურებელს, საბოლოოდ კი – წონასწორობას გაცემასა და მიღებას, დამოკიდებულებასა და დამოუკიდებლობას შორის.

არტ-ინსტალაცია ფილმით მიმდინარეობს 19:00 – 23:40 უწყვეტად. ინსტალაციის ერთი სრული ნაწილი შედგება 70 წუთისგან (ფილმი), მაყურებლეს შეუძლია ინსტალაციაზე თავისუფალი შესვლა და გამოსვლა სრული მიმდინარეობის განმავლობაში. არტ-ინსტალაცია ფილმით წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე ქართული სუბტიტრებით.

არტ-ინსტალაციად ჩაფიქრებული ეს ნამუშევარი, რომლის ნაწილიცაა ფილმი, ახალი ნამუშევარია. 2020 წელს იგი მთელი მსოფლიოს მუზეუმებსა და ავანსცენებზე იქნა ნაჩვენები.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს 10 ნოემბერიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები