მერაბ ნინიძე გერმანულ სერიალში მთავარ როლს ასრულებს 

55 წლის ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე, გერმანული ტელეარხ ZDF – ის სერიალში მთავარ როლს ასრულებს – მისი პერსონაჟი მიგრაციის ისტორიის მქონე ექიმი ბალოუზია, რომელიც პატარა ქალაქის საავადმყოფოში მუშაობს.

სერიალის შესახებ ნინიძე გერმანულ გამოცემა BILd-ს ესაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ომგამოვლილი მიგრანტის როლი მასთან ძალიან ახლოსაა, რადგან ომი თავადაც გამოუვლია. “1993 წელს ვენაში ფილმის პრემიერაზე გავემგზავრე და უბრალოდ უკან, სამშობლოში  6 თვე ვეღარ დავბრუნდი, რადგან იქ სამოქალაქო ომი დაიწყო. მადლობა ღმერთს, ჩემი ოჯახი კარგად იყო, თუმცა ამ ომმა ბევრი ჩემი ახლობელი შეიწირა.”

BIld-თან საუბარში მერაბმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ამ როლზე ხილვა ყველაზე მეტად დედას გაუხარდა, რომელიც 75 წლისაა და საქართველოში ცხოვრობს.”დედა ძალიან ბედნიერია, რომ ამ სერიალში არ ვთამაშობ განგსტერს ან აგენტს, ჩემს ბოლო ფილმებში ან თავს ვიკლავ, ან მკლავენ, ამიტომ დედას ძალიან უხარია, რომ აქ ცოცხალი ვარ.”

სერიალის ნახვა ქართველ მაყურებელს მისი განთავსებიდან მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში, ZDF-ის ვებ-გვერდზე შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები