Myway Airlines საქართველოს მოქალაქეებს ავსტრიიდან ჩამოიყვანს

27 აპრილს ვენა-თბილისის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად რეისს ქართული ავიაკომპანია “Myway” შეასრულებს.

კომპანიამ თავად გამოთქვა კეთილი ნება, მონაწილეობა მიიღოს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით კომპანია პრაღიდან  ფრენას განახორციელებს ვენის გავლით და სამშობლოში დააბრუნებს ავსტრიაში მცხოვრებ და ასევე, ვენაში ტრანზიტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

ბილეთების რეალიზაცია დაიწყება რეისამდე ორი დღით ადრე, ავიაკომპანია ‘“Myway” ვებ-გვერდზე.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები