თათია ჩიქოვანის „Final master Project“ ნორვეგიაში

ნორვეგიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი, თათია ჩიქოვანი „Norges musikkhøgskole-ში“ კონცერტს გამართავს.

“I am from Nor-Ge” – ასე ერქმევა ქართულ-ნორვეგიული რეპერტუარით შემდგარ კონცერტს, რომელზეც ორი ქვეყნის ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებები შესრულდება. კონცერტის  ქართული ნაწილი კი გია ყანჩელის, ლეგენდარული ქართველი მაესტროს ხსოვნას მიეძღვნება.

თათია ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი პიანისტია, რომელიც საკუთარ თავს ასე ახასიათებს – „ვინ ვარ მე? – მე ვარ მუნჯი ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზე მუსიკით საუბრობს, ეს არის ცოტა ჯადოქრობა, ცოტა სასწაული და ცოტაც საიდუმლო“. ქართველი პიანისტის მუსიკალური საიდუმლოს მოსმენა ნორვეგიაში 7 დეკემბერს შეგეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები