ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის წერილი “მათთვის, ვისაც საქართველო ჯოჯოხეთი ჰგონია”

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნატა ენუქიძე სოციალური ქსელში ვიდეოსა და მიმართვას ავრცელებს -“მათთვის,  ვისაც საქართველოში ცხოვრება ჯოჯოხეთი ჰგონია, ამერიკა კი სამოთხე”.

“ქართული კვირა”  ემიგრანტის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“სწორედ დღეს ვსაუბრობდით მე და ჩემი მეგობარი, ცხოვრების მზარდი გაძვირება როგორ ამრავლებს უსახლკაროებს კალიფორნიაში. ამას სხვა შტატებიდან ჩამოსულებიც ემატება, რადგან აქაური რბილი კლიმატი პირდაპირ “მისწრებაა”ქუჩაში ცხოვრებისთვის! კარავი თუ გაქვს, ჩათვალე, რომ სასახლეში ცხოვრობ! “დაითრევენ” მარკეტის დიდ ურიკას, ნაგავსაყრელებზე მოგროვილი ტანსაცმლითა და სხვა საჭირო ნივთებით აავსებენ და ეგაა მათი მთელი ავლადიდება. დღისით სუპერმარკეტებთან აბირჟავებენ, საკვები არ აკლიათ, ღამით იქვე, გაჩერების სკამზე წამოგორდებიან, ან სულაც ხის ძირში, ბალახზე… თუ წვიმს – ხიდების ქვეშ…… ეს კლიპი კი მათთვის, ვისაც საქართველოში ცხოვრება ჯოჯოხეთი ჰგონია, ამერიკა კი – სამოთხე !!!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები