საქართველოს ათლეტიზმის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა

საქართველოს ათლეტიზმის ეროვნული ნაკრები ლიეტუვაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობდა. ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა სამი – ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის – მედლით დაასრულეს.
გიორგი გელაშვილმა (- 59 კგ) წოლჭიმში 155 კგ დაძლია, მსოფლიოს ახალგაზრდული რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა; ასევე ოქროს მედალი მოიპოვა თემურ სამხარაძემ (+120 კგ), მან ამოწევაში 390 კგ დაძლია; სოფიკო კვანჭიანი (-63 კგ) კი წოლჭიმში დაძლეული 120 კგ-ით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები