ბათუმში გენადი ნესისის თასის XV გათამაშება გაიმართა

ბათუმმა გენადი ნესისის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა. ასპარეზობაში 31 ქვეყნის 58 მოჭადრაკე მონაწილეობდა, რომელთაგან 39 ფიდეს საერთაშორისო ტიტულის მფლობელი იყო, რაც შეჯიბრების მაღალ სპორტულ დონეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ვაჟთა შორის პირველ-მეორე ადგილები თანაბარი ქულებით გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
ვუგარ ასადლი (აზერბაიჯანი, 2519) – 7½ ქულა
ფარუხ ამონატოვი (ტაჯიკეთი, 2583) – 7½ ქულა
ალექსანდრ ოსტროვსკი (აშშ) – 7 ქულა
ქალთა შორის გამარჯვება ინგა ხურცილავამ მოიპოვა, რომელმაც 9 შესაძლებლობიდან 5 ქულა დააგროვა.
მეორე-მესამე ადგილები 4½ ქულით გაინაწილეს სოფო ნიკოლაძემ და ფიდეს დროშის ქვეშ მოასპარეზე ქსენია ბოდნარუკმა. დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალი სოფო ნიკოლაძეს ერგო, ხოლო ბრინჯაოს – ქსენია ბოდნარუკს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები