Კონსერვატორიის სტუდენტებმა მაკედონიასა და ზაგრებში წარმატებას მიაღწიეს
თბილისის კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტმა ნინო სიხარულიძემ, მაკედონიაში, 16-19 ივნისს გამართულ საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე Ohrid Pearls მოიპოვა I პრემია უფროსი ასაკის კატეგორიაში. ნინო სიხარულიძე ასოც. პროფესორ ნინო ჟვანიას კლასის სტუდენტია.