საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდური ასპარეზობის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა ასევე იტალიის, საფრანგეთისა და მოლდოვას ნაკრებსაც სძლია.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველომ ცხრა მედალი მოიპოვა. ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია -70კგ), ლევან გუგავამ (J2 კატეგორია -81 კგ) და რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია +95 კგ) იზეიმეს. ვერცხლს ბაჩუკი შელია (J2 კატეგორია -81 კგ) და ზვიად გოგოჭური (J2 კატეგორია +95კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ ზურაბიანმა (J2 კატეგორია -70 კგ), საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია -81 კგ), ინა ქალდანმა(J2 კატეგორია +70კგ) და ლაშა ყიზილაშილი (J2 კატეგორია -95 კგ) მოიპოვეს.