ქართველი მოჭადრაკეების დახმარებით გუნდი „SK Schwäbisch Hall“ გერმანიის საკლუბო პირველობის გამარჯვებული გახდა
გერმანიის საკლუბო პირველობის გამარჯვებული გუნდი „SK Schwäbisch Hall“ გახდა.
ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდის შემადგენლობაში 4 ქართველი დიდოსტატი ასპარეზობდა – საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები: ბელა ხოტენაშვილი,ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი, ასევე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ანა მათნაძე-ბუჯიაშვილი.
გუნდის გამარჯვებაში წვლილი მიუძღვით და საწყის ეტაპზე მის შემადგენლობაში თამაშობდნენ: მერი არაბიძე და სალომე მელია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ლელა ჯავახიშვილის ბრწყინვალე შედეგი – 9-იდან 8,5 ქულა და საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო პერფომანსი.