მატილდა გვარლიანმა ახალ სამოდელო სააგენტოსთან დაიწყო თანამშრომლობა
ქართველმა ტოპ მოდელმა ახალ სამოდელო სააგენტოსთან დაიწყო თანამშრომლობა. VIVA Model Management არის საფრანგეთში დაფუძნებული სამოდელო სააგენტო. სიახლე კონტრაქტის შესახებ Viva Model Management -ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას FashionHolics Online ავრცელებს.
დღესდღეობით, VIVA Model Management ზრუნავს არაერთი წარმატებული მოდელის კარიერის მენეჯმენტსა და განვითარებაზე, მათ შორის არიან: ალესანდრა ამბროსიო, ნატალია ვოდიანოვა, დაუცენ კრუსი, ემილი რათაკოვსკი, იმან ჰამამი და კაია გერბერი.