ვალიკო ფონიავა სპორტული კარატეს პრემიერ ლიგის ვიცე-ჩემპიონია

მაროკოში მიმდინარე პრემიერ-ლიგაზე სპორტულ კარატეში ქართველმა კარატისტმა ვალიკო ფონიავამ (-75 კგ) კუმიტეში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალი რუს მოწინააღმდეგესთან დათმო.
შესარჩევ ეტაპზე ვალიკო ფონიავამ დანიელი, იტალიელი და ფრანგი კარატისტები დაამარცხა, ხოლო მეორე ეტაპზე ფინალისთვის ბრძოლისას სომეხ და უკრაინელ სპორტსმენებს სძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები