გერმანიის წამყვანი მედიასაშუალებები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან მაღალრეიტინგული გამოცემებისა და რადიოს ჟურნალისტებს უმასპინძლა.
პრესტურის ფარგლებში Deutschland Radio-ს, Sueddeutsche Zeitung-ის, Hubert Burda Media-ისა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისი, ბორჯომი, ჟინვალი მოინახულეს. გერმანელი ჟურნალისტები ხევსურეთს ეწვივნენ, დაათვალიერეს შატილი, არდოტი, მუცო, აბუდელაურის ტბა და როშკა. ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ბორჯომის ეროვნულ პარკი მოინახულეს.
გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს სათავგადასავლო, ეკო ტურიზმის, ქართული კულტურის, თბილისის ღამის ცხოვრების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ. პრესტურის მიზანია გერმანიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა.