ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

საქართველოს საელჩოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაცნობებთ, რომ საელჩო 1 იანვრიდან გადავიდა ახალ სამუშაო განრიგზე, კერძოდ საელჩო იმუშავებს ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით (გარდა უქმე დღეებისა) 09.00-დან 16.00-მდე.

„შეგახსენებთ, რომ საელჩოში  საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით მიღება წარმოებს მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. ჩაწერა ხდება შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit

ამავე ვებგვერდზე შესაძლებელია აიტვირთოს წარსადგენი დოკუმენტები.

საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით  კონსულტაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით:  abudhabi.con@mfa.gov.ge

მოქალაქეთათვის სატელეფონო კონსულტაცია ხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს  12:00 დან -14:00 საათამდე, შემდეგ სატელეფონო ნომერზე: +971 2 5533683“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები