თესალონიკში, საქართველოს მოქალაქეებისათვის დიაგნოსტიკურ ცენტრში „პლატონი“ ფასდაკლების პაკეტი ამოქმედდა
ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსა და დიაგნოსტიკურ ცენტრ „პლატონს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო ცენტრში ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევებზე ფასდაკლების პაკეტის შეთავაზებას.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ და დიაგნოსტიკური ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრიას ნიკოლაიდისმა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „პლატონში“ ფასდაკლების პაკეტი იმოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.