ინფორმაცია თესალონიკში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ
საქართველოს მოქალაქეების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო თანამოქალაქეებს სატელეფონო კონსულტაციას გაუწევს გენერალური საკონსულოს მითითებულ ტელეფონის ნომერზე: +30 2310 42 90 09;
„ქალაქის ნომერზე შეფერხების შემთხვევაში, ასევე შესვენების (13.00სთ-14.00სთ) და არასამუშაო დროის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ მითითებული ცხელი ხაზის ნომრებზე: +306973462002; +306955737000;, სადაც ამომწურავ პასუხს მიიღებთ ყველა კითხვასთან დაკავშირებით.“ – ნათქვამია საქართველოს გენერალური საკონსულოს განცხადებაში.