1921 წელს თბილისიდან 23 კილომეტრში საქართველოში გავრცელებული უკანასკნელი კასპიური ვეფხვი მოკლეს

1921 წლის 4 დეკემბერს თბილისიდან 23 კილომეტრში მდებარე სოფელ ლელობთან, საქართველოში გავრცელებული უკანასკნელი კასპიური ვეფხვი [Pantera Tigris Virgata] მოკლეს. იმ პერიოდის პრესაში ვკითხულობთ:

„წინადღით [3 დეკემბერს] უკვალოთ დაიკარგა ამ სოფლის [ლელობი] ხარი, შემდეგ მეორე დღეს დილით დაიკარგა ძროხა. ამ გარემოებამ დიდად შეაწუხა ადგილობრივი მცხოვრებნი. ოთხმა ადგილობრვ მონადირემ: გიორგი წითურიშვილმა, ალექსი წიკლაურმა, იოსებ წიკლაურმა და სიმონ ბექაურმა გადასწყვიტეს აღმოეჩინათ ეს უხილავი მტაცებელი.

იმავე დღეს, ბევრი ძებნის შემდეგ კვალით მიაგნეს ვეფხის ბუნაგს, რომელიც მას მოეწყო ახლო მდებარე ტყეში. მხეცმა, როგორც კი დაინახა ახლო მოსულნი მონადირენი, ელვასავით გამოვარდა ბუნაგიდან და ის იყო აპირებდა სასიკვდილო ნახტომს, როდესაც მას ერთბაშად ოთხივე მონადიირემდაახალა თოფები და მოსტეხეს უკანა ფეხი. ამ გარემოებამ გადაარჩინა ისინი ვეფხის ბასრი კბილებისგან.

მიუხედავად ასეთი მძიმე ჭრილობისა, საშინელი მხეცი მაინც სცდილობდა მისწვდომოდა თავის მტრებს და ზევით აშვერილთათებით ბზრიალასავითტრიალებდა…

დანამდვილებით შეიძლება ვსთქვათ, რომ მოკლული ვეფხი მოსულა ტალიშიდან, ლენკორანის მაზრა, ბაქოს გუბერნია, სადაც ის იმყოფება ბინადრად. ალბათ ვეფხი ნადირობდა გარეულ ღორებზე ჩალაკალმებში მტკვრის ნაპირებზე და ამ ნაიიდრობამ გაიტაცა ის შორს. უნდა ვიფიქროთთ, რომ მდინარე ხრამის ან და ალგეთის შესართავთან მან დასტოვა მტკვრის მიდამოები და გაჰყვა ამ ერთ ერთ მდინარეს და შემდეგ მოხვდა სოფ. ლელობნის მიდამოებში.

მოკლული ვეფხი წარმოადგენს მშვენიერ ეგზემპლიარს. ტყავის ფერი და მისი ნახატი, აგრეთვე მესამე ღრძილის ეგრეთ წოდებული სიმხეცის კბილი მოწმობენ, რომ ის ეკუთვნსკასპიის რასას – Septeutrioriales ოქროს ფერი ტყავი დახაზული შავი ზოლებით. ბალანი შუა ზომისაა. უზარმაზარიი თავი კისერთან შემოსილია გრძელი ბალნით: ოთხი ვერშოკის სიგრძე. ტანის სიგრძე უდრის თითქმის 3 არშ. ნახევარს [3 არშ. 32 სანტიმეტრი]

ამჟამად ვეფხი გადაეცა მუზეუმს…“

წყარო: მადათოვი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები