თორნიკე ბუკია სწავლას Erasmus Mundus ერთობლივ ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით აგრძელებს
აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თორნიკე ბუკია, სრული დაფინანსებით, სწავლას Erasmus Mundus ერთობლივ ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე მდგრადი კატალიზის მიმართულებით (Sustainable Catalysis) აგრძელებს.
სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება ოთხი უნივერსიტეტის თანამშრომლობით: University of Poitiers (საფრანგეთი), University of Padova (იტალია), University of Aveiro (პორტუგალია) და Univesity Rovira i Virgili (ესპანეთი).