ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „Berlin Travel Fest“-ში მიიღო მონაწილეობა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინის ტურისტულ ფესტივალში „Berlin Travel Fest“ მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა   ტურისტულ კომპანიებთან და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.

2023 წელს, საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე „ITB Berlin“  მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე საქართველოს ერთიანი საპრომოციო სტენდი განთავსდება, სადაც გამოფენის სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები