ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა

მწერალთა სახლის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Daltas Verlag-ის მიერ გამოიცა ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”.

მთარგმნელი: ჰელმუტ კუნკელი | Helmut Kunkel

„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ნოდარ დუმბაძის პირველი და ყველაზე პოპულარული რომანია. ნაწარმოების მთავარი გმირი, ზურიკელა ვაშალომიძე, გურიის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს ბებიასთან. ილიკო და ილარიონი კი ზურიკელას მეზობლები არიან, თუმცა მათი ურთიერთობა უბრალო მეზობლურს ბევრად სცილდება. ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობენ, ერთმანეთის ლხინსა და ჭირ-ვარამს იზიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები