Ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მონაწილეებმა 8 მედალი მოიპოვეს

ხორვატიის ქალაქ ტროგირში დასრულებულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მონაწილეებმა შთამბეჭდავი შედეგები აჩვენეს! მათ ანგარიშზე 8 სხვადასხვა სინჯის მედალია. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერᲐცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 15 წლამდე ჭაბუკთა კატეგორია სრულად ქართველების ტრიუმფით დასრულდა:
🥇 გაბრიელ გაბადაძე – 8.5/9
🥈 ანდრია კვირიაშვილი – 8/9
🥉 ლუკა ქუნთელია – 6/9
U 15 გოგონები:
🥈 ლიკა ჩხარტიშვილი – ვიცე-ჩემპიონი
U13 ჭაბუკები:
🥈 ალექსანდრე ღონღაძე – ვიცე-ჩემპიონი
U13 გოგონები:
🥈 თეა რუსიტაშვილი – ვიცე-ჩემპიონი
U11 გოგონები:
🏆 ლილე სვანაძე – ევროპის ჩემპიონი
🥈 მარიამ რეხვიაშვილი – ვიცე-ჩემპიონი
დავით ჯოჯუა (საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი) –„ ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში გოგონებმა და ბიჭებმა ერთად იასპარეზეს და ტურნირის დასრულების შემდეგ მოხდა მათი შედეგების გამოყოფა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მოჭადრაკეებმა სწორედ გაერთიანებულ კატეგორიებში მიაღწიეს განსაკუთრებულ წარმატებებს. ვფიქრობ, ასეთმა ფორმატმა გოგონებს შესაძლებლობა მისცა ეთამაშათ უფრო კონკურენტულ გარემოში, რაც, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ განვითარებას – როგორც სათამაშო, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
მსგავსი გამოცდილება აუცილებლად დადებითად აისახება მომავალ შედეგებზე და დარწმუნებული ვარ, დაეხმარება, როგორც გოგონებს, აგრეთვე ჭაბუკებს, ღირსეულად წარმოაჩინონ თავი სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე“.
ჩემპიონატი ჩატარდა ექვს ასაკობრივ კატეგორიაში: U7, U9, U11, U13, U15, U17, როგორც ღია (Open), ასევე გოგონათა სექციებში.
ტურნირში მონაწილეობდა 20 ევროპული ფედერაციის წარმომადგენელი ახალგაზრდა მოჭადრაკე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები