Ქართველი ძალოსნების მორიგი წარმატება ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე

ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსნობის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა (86 კგ) ატაცში 111 კგ დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 131 კგ დააფიქსირა, რაც მეოთხე შედეგი იყო, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 242 კილოგრამით კი მან ასევე მეოთხე ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატზე ძალოსანმა გოგა ჯაჯვანმა (94 კგ) ატაცში 167 კგ დაძლია და ჩემპიონობა იზეიმა, აკვრაში დაფიქსირებული 200 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 367 კილოგრამით კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები