ჩესბოქსის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა
სტამბოლში გამართულ ჩესბოქსის(ჭადრაკ-კრივის) ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.
ჩესბოქსის(ჭადრაკ-კრივის) 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ხრიდოლის ნაკრებით იყო წარმოდგენილი.
ოქროს მედლები მოიპოვეს რევაზ მჭედლიშვილმა და ნიკოლოზ თურმანიძემ, ვერცხლის მედალი ნიკოლოზ მესხიამ და ბრინჯაო ანდრია დიდიძემ.