ათენში ქართული ღვინის მასტერკლასი გაიმართა

2026 წლის 30 აპრილს, ათენში, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თანაორგანიზებით ქართული ღვინის მასტერკლასი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ღვინის მსხვილმა კომპანიებმა საქართველოდან და მცირე საოჯახო მარნებმა. მასტერკლასის ფარგლებში სტუმრები ქართული ღვინის მრავალფეროვნებას გაეცნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბერძენი სომელიეები და ღვინის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები