საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს პრაღის ქიმიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის და ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობდა
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს პრაღის ქიმიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (UCT Prague) და ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტის (CU Bratislava) დელეგაცია სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის „ბაზალეთი 2026-ის” საორგანიზაციო საკითხები. ღონისძიება წარმოადგენს ქართულ-ჩეხურ-სლოვაკური გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგს, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას. ინფორმაციას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ავრცელებს.