თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა Vis Pre-Moot-ში მეორე ადგილი დაიკავა

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა თბილისის მე-11 Vis Pre-Moot-ში მეორე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრების განმავლობაში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა შემდეგი უნივერსიტეტების გუნდებს: University of Bonn, University of South Carolina, Baku State University და Charleston School of Law.

„შეჯიბრებაში უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები – თამარ კიკნაძე, გვანცა მაზიაშვილი, ნიცა სირაძე და გიორგი გუნთაიშვილი.

თამარ კიკნაძე გახდა კონკურსის საუკეთესო სპიკერი.

სტუდენტებს ხელმძღვანელობენ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები დავით კვიტინი, გაგა მამუჩიშვილი, ნანა მაისურაძე და ანა ჯიქია.

თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა“, –  ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები