ეროვნული სასახლე უკრაინელ მოზარდებს ინტერაქციულ სწავლებას სთავაზობს

ეროვნული სასახლე სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი მოქალაქეების შვილებს უსასყიდლოდ სთავაზობს სასახლეში არსებულ სერვისებს. ინფორმაციას ეროვნული სასახლე თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

„ეროვნულ სასახლეში ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 12:00-დან 15:00 საათამდე, 5-დან 18 წლამდე ასაკის უკრაინელ მოზარდებს სთავაზობს ინტერაქციულ სწავლებას შემდეგი აქტივობებით: ცეკვა, სიმღერა, კინო, თეატრი, ხატვა-ძერწვა-დიზაინი, სახალისო მათემატიკა და სახალისო არქიტექტურა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვეხმაუროთ!

საკონტაქტო პირი, კოორდინატორი – მაია მელქაძე: 599 899 739

ელ ფოსტა: info@nationalpalace.ge“, – ნათქვამია ეროვნული სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები