ლიტერატურული ფესტივალის „LiteratureXchange“-ის ფარგლებში, დანიაში ნინო ხარატიშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და “Doc Lounge Aarhus“-ის თანამშრომლობით, გაიმართება შეხვედრა გერმანიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ მწერალ ნინო ხარატიშვილთან. შეხვედრაზე, რომელიც საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „LiteratureXchange“-ის ფარგლებში იმართება, განხილული იქნება ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული ნაწარმოები „მერვე სიცოცხლე“, რომელიც ახლახან დანიურ ენაზეც ითარგმნა. დისკუსია წარიმართება, ასევე, საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე. ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს დანიის სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კახაბერ შიშნიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები