კატეგორია

საქართველო და ქართველები

დღეს წმიდა ილია მართალის ხსენების დღეა

წმიდა ილია მართალი (ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე) 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძველი სტილით) დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. პირველდაწყებითი განათლება მან ოჯახში მიიღო: დედამ შეასწავლა წერა-კითხვა, ლოცვები, საღვთო ისტორია. რვა წლის ილია ყვარლის…

1861 წლის 7 სექტემბერს დაიბადა ამბროსი ხელაია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, საქართველოს ეროვნული გმირი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ) ხელაია სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ აფხაზეთში მოღვაწეობდა.…

1937 წლის 7 სექტემბერს დიდი ქართველი მეცნიერი, გიორგი ელიავა დახვრიტეს

ელიავა გიორგი გრიგოლის ძე დაიბადა საჩხერეში 1892 წლის 26 იანვარს, მიკრობიოლოგი, ბაქტერიოლოგი. სწავლობდა ნოვოროსიისკის, ჟენევისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში. ეს უკანასკნელი დაამთავრა 1916 წელს. იმავე წელს ელიავა დაინიშნა ტრაპიზონის…

დღეს “მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველი მომღერალი მამაკაცის” დაბადების დღეა

1954 წლის 5 სექტემბერს ქართველი მომღერალი გოგი დოლიძე დაიბადა.  1961–1971 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, პარალელურად სამუსიკო სასწავლებელში, პროფესიის არჩევანი მუსიკას არ დაუკავშირა და ინგლისური ფილოლოგია შეისწავლა, თუმცა…

რა იყო ენკენია და რატომ უწოდებდნენ უწინ შემოდგომის პირველ თვეს ენკენისთვეს

სექტემბრის სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვისგან „სეპტემ“, რაც ქართულად ნიშნავს შვიდს. ეს თვე ძველ რომაულ კალენდარში რიგით მეშვიდე იყო, სანამ იულიუს კეისრის რეფორმა გატარდებოდა. საქართველოში ახალი წელიწადი ამ თვით იწყებოდა, ამიტომ…

უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ნიქოზში

სოფელ ქვემო ნიქოზში, ორწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ძვ.წ. 18-17 საუკუნის ყორღნული ტიპის სამარხი აღმოაჩინეს. არქეოლოგების თქმით, აღმოჩენა უნიკალურია, შიდა ქართლის რეგიონში 3 800 წლის წინანდელი შუა ბრინჯაოს ხანის ასე შენახული, ასეთი…

1924 წლის 30 აგვისტოს, ბოლშევიკებმა ვალიკო ჯუღელი დახვრიტეს

ზუსტად 98 წლის წინ, 1924 წლის 30 აგვისტოს, ბოლშევიკებმა ვალიკო ჯუღელი დახვრიტეს 1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური აჯანყება დაიწყო, რამაც თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. ამ აჯანყების…

წმიდა ტბელი აბუსერიძე, ჰაგიოგრაფი და ჰიმნოგრაფი (XIII)

წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდანის მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა…

1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა არქიმანდრიტი, აღმსარებელი-სალოსი მამა გაბრიელი

1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა არქიმანდრიტი, აღმსარებელი-სალოსი მამა გაბრიელი (გოდერძი ურგებაძე). ის დაიბადა ოჯახში, სადაც ქრისტეს ხსენება მკაცრად იყო აკრძალული. მამა გაბრიელი იყო საქართველოში პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა…

1901 წლის 25 აგვისტოს დაიბადა სახალხო გმირი მარო მაყაშვილი

1901 წლის 25 აგვისტოს დაიბადა სახალხო გმირი მარო მაყაშვილი. მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი - მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული. წითელი არმიის შემოჭრის…

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირი, ზაზა დამენია 1972 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. იგი 1992 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. 1993 წელს აფხაზეთში იბრძოდა. 1995 წელს, საქართველოს შინაგან…

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის…