ზურაბ სტურუა სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია

იტალიაში მიმდინარე ევროპის სენიორ მოჭადრაკეთა პირველობაზე ქართველი დიდოსტატი ზურაბ სტურუა წარმატებით ასპარეზობს და 8 ტურის შემდეგ 6,5 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს.
დასკვნით, მეცხრე ტურში სტურუას მეტოქე გერმანელი დიდოსტატი რაინერ კნააკი იქნება.
ევროპირველობის – ქალთა 65+ კატეგორიაში ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი 8 ტურის შემდეგ დაგროვებული 5,5 ქულით II-IV ადგილებს ინაწილებს. ბოლო ტურში ნონა ფიდეს ოსტატ მარგარიტა ბალუნიენეს დაუპირისპირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები