ქართველმა ძიუდოისტმა ცინდაოს მასტერსზე გამარჯვება მოიპოვა
ჩინეთში მიმდინარე ცინდაოს მასტერსზე ქართული ფინალი შედგა – ერთმანეთს ნიკო შერაზადიშვილი და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ, გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება კი ბექაურმა შეძლო.
ტურნირზე მან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნოელ ვან ტენდი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მიკაილ ოზერლერი დაამარცხა. ლაშა ბექაური 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავადაც მსოფლიო ჩემპიონია, ქართველმა სპორტსმენმა ეს ტიტული გასულ წელს მოიპოვა.
დღეს ცინდაოს მასტერსის ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ფინალურ ბლოკში მათგან მხოლოდ ორი იბრძვის მედლისთვის. ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ წონით კატეგორიაში) ნახევარფინალში გავიდა, სადაც მიქაელ კორელთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის რუსეთის სახელით მოასპარეზე არმან ადამიანთან იჭიდავებს.
წყარო: POPSport