ირლანდიაში ქართული დიასპორული ორგანიზაციის დაარსდა

ირლანდიაში, საქართველოს საელჩოში, ახლადდაარსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციის საბჭოსთან, მის თავმჯდომარესა და წევრებთან – ლელა შურუპოვასთან, გუცა წერეთელთან, თამარა სამქანაშვილთან, ნუნუ ავგროზაშვილთან და გიორგი ანთიასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა საბჭოს წევრებს  ირლანდიაში პირველი დიასპორული ორგანიზაციის დაარსება მიულოცა და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

საბჭოს წევრებმა საელჩოს გააცნეს თავიანთი ხედვა დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით, განიხილეს ორგანიზაციის სამომავლო გეგმები, პროექტები და ინიციატივები. თავის მხრივ, ელჩმა მადლობა გადაუხადა საბჭოს თითოეულ წევრს ორგანიზაციის დაარსების ინიციატივისთვის და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები