“რომის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციაში” თეატრალური დასი შეიქმნა  

კულტურულმა ასოციაციამ “რომის ქართული დიასპორა” თეატრალური დასი და ქორეოგრაფიული სტუდია შექმნა, რომელსაც მსახიობი და რეჟისორი, ლალი ლატარია უხელმძღვანელებს. მსურველების მიღებას უკვე დაიწყო. ჯგუფები კი რამდენიმე ასაკობრივი კატეგორიად იყოფა. შეიქმნება როგორც საბავშვო, ასევე მოზრდილთა ჯგუფი.

“წარმოგვიდგენია, ხელოვნების ამ სფეროში (თეატრს ვგულისხმობ) ჩართვა რამხელა სიამოვნებას მიანიჭებს უფროს მონაწილეებს, ხოლო პატარებისთვის აღმზრდელობითი თვალსაზრისით განუსაზღვრელია თეატრში თამაშის როლი: ბავშვებს უვითარდებათ მეტყველების კულტურა (მხატვრული კითხვა),ეცნობიან სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებს, თეატრალურ სამყაროს, იხვეწება პლასტიკა, ისინი ხდებიან უფრო ლაღები, თავდაჯერებულები და თამამები… იმედი გვაქვს, ეს წამოწყება ლამაზ ფერებს შეიტანს ჩვენს ემიგრანტულ ცხოვრებაში” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

კულტურული ორგანიზაცია “რომის ქართული დიასპორა” იტალიაში მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები