ლუკა შონია კიკბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონია!
ლუკა შონიამ, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, კიკბოქსინგის ორგანიზაციების მსოფლიო ასოციაციის ‘’WAKO’’–ს ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა 67 – კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 4 შეხვედრა მოიგო. მან ანგოლელი, რუსი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა, ფინალში ყაზახ ნურსულთან ხასანოვს სძლია და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაცია – WAKO აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია სოკ-თან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კიკბოქსინგის ოლიმპიურ პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით.