კულტურული მემკვიდრეობის ელექტრონული სერვისების პორტალ ches.gov.ge-ს ახალი სერვისი დაემატა

კულტურული მემკვიდრეობის ელექტრონული სერვისების პორტალ ches.gov.ge-ს ახალი სერვისი – კულტურულ ფასეულობათა გატანის და დროებით გატანის ნებართვის მიღების ფუნქცია დაემატა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის მისაღებად დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა და დოკუმენტის მიღება უკვე ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ.
ახალი ელექტრონული სერვისი ამარტივებს განაცხადის წარდგენის პროცესს, სანებართვო პროცედურას კი უფრო სწრაფს, მოქნილსა და გამჭვირვალეს ხდის.
ნებართვის მისაღებად საჭირო ონლაინ პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ches.gov.ge/outbound-application-descriptions

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები